Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში გაიმართება უეფას სუპერთასის მატჩი


დღეს თბილისის „დინამო-არენაზე“ გაიმართება უეფას (UEFA) სუპერთასის მატჩი საფეხბურთო კლუბების „სევილიის“ და „ბარსელონის“ მონაწილეობით. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მატჩის დაწყებამდე "დინამო არენაზე" საზეიმო ცერემონია გაიმართება. UEFA-ს ინფორმაციით, ქართული ცეკვის ანსამბლის „ერისიონის“ შემდეგ მინდორზე გავლენ „სევილიის“ და „ბარსელონის“ ფეხბურთელები და შესრულდება UEFA-ს სუპერთასის ჰიმნი. მშვიდობისა და ერთიანობის მხარდასაჭერად „დინამო-არენის“მინდორზე ქართველებთან ერთად ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ უკრაინიდან, მოლდავეთიდან, ბელორუსიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან თბილისში ჩამოსული 1000 ბავშვი, მათი თანმხლები პირები, ფეხბურთელები და მსაჯები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მისი და UEFA-ს ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს."

XS
SM
MD
LG