Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერა


თურქეთის სამხედრო ძალებმა 10 და 11 აგვისტოს საჰაერო დარტყმები განახორციელეს ირანის და ერაყის მოსაზღვრე ჰაკარის პროვინციაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები ნაწილია შეტევითი კამპანიისა, რომელსაც თურქეთი ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ ახორციელებს. ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერმა, ჯემილ ბაიქმა თურქეთს ბრალი დასდო, რომ ის ცდილობს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების დაცვას ქურთ მებრძოლებზე თავდასხმით. მან „ბიბისის“ განუცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოანს უნდა, რომ ისლამურმა სახელმწიფომ წარმატებას მიაღწიოს ჩრდილოეთ სირიაში ქურთებთან ბრძოლაში და ამით თავიდან აირიდოს ქურთების გაძლიერება თურქეთის საზღვართან.

XS
SM
MD
LG