Accessibility links

logo-print

ხადიჯა ისმაილოვა: მოსამართლე ვერდიქტის მიღებას ჩქარობს


ბაქოს სასამართლომ 11 აგვისტოს სწრაფი ტემპებით გააგრძელა ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასამართლოს ჟურნალისტის ადვოკატების ნაწილი არ დასწრებია. მოსამართლემ ადვოკატები გააფრთხილა, რომ ისინი „დაისჯებოდნენ“, თუმცა თავად ხადიჯა ისმაილოვამ განაცხადა, რომ ადვოკატებმა მოსამართლე წინასწარ გააფრთხილეს, რომ ვერ შეძლებდნენ დასწრებას, სხვა საქმეებში ჩართულობის გამო. მან ასევე თქვა, რომ სასამართლო მეტისმეტად ჩქარობდა ვერდიქტის მიღებას. ხადიჯა ისმაილოვას, გამომძიებელ ჟურნალისტ, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა, ასამართლებენ ფულის მითვისების, გადასახადებისგან თავის არიდების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ხადიჯა მიიჩნევს რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურადაა მოტივირებული.

XS
SM
MD
LG