Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სურსათის იმპორტის აკრძალვას გააფართოებს


რუსეთმა განაცხადა 11 აგვისტოს, რომ გეგმავს დასავლეთის ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის აკრძალვის სიის გაფართოებას. რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, არკადი დვორკოვიჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. მას არ დაუზუსტებია ქვეყნები, რომლებიც დაემატებიან სიაში აშშ-ს, კანადას, ავსტრალიას და ევროპის კავშირს. ინტერფაქსის თანახმად, სიას შვიდი ქვეყანას დაემატება. რუსეთმა დასავლეთიდან სურსათის შეტანა აკრძალა მას მერე, რაც უკრაინაში მისი ქმედების გამო აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს. 6 აგვისტოს რუსეთში გაანადგურეს დასავლეთის ქვეყნებიდან შეტანილი ტონობით სურსათი, რასაც აღშფოთება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG