Accessibility links

logo-print

თურქეთი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ბოლომდე იბრძოლებს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა განაცხადა 11 აგვისტოს, რომ თურქეთი იბრძოლებს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, სანამ ერთი შეიარაღებული „ტერორისტი მაინც დარჩება“. თურქეთის პრეზიდენტმა ტელევიზიით გამოაცხადა, რომ ორ კვირიანი საავიაციო სამხედრო ოპერაციამ „პე-კა-კას“ წინააღმდეგ სერიოზული ზარალი მიაყენა დაჯგუფებას. თურქეთის სამხედრო ძალებმა 10 და 11 აგვისტოს საჰაერო დარტყმები განახორციელეს ირანის და ერაყის მოსაზღვრე ჰაკარის პროვინციაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები ნაწილია შეტევითი კამპანიისა, რომელსაც თურქეთი ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ ახორციელებს. ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერმა, ჯემილ ბაიქმა თურქეთს ბრალი დასდო, რომ ის ცდილობს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების დაცვას ქურთ მებრძოლებზე თავდასხმით. მან „ბი-ბი-სი-ს“ განუცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოანს უნდა, რომ ისლამურმა სახელმწიფომ წარმატებას მიაღწიოს ჩრდილოეთ სირიაში ქურთებთან ბრძოლაში და ამით თავიდან აირიდოს ქურთების გაძლიერება თურქეთის საზღვართან.

XS
SM
MD
LG