Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირის გამო დააპატიმრეს ცნობილი აზერბაიჯანელი ფეხბურთელი


აზერბაიჯანში პოლიციამ დააპატიმრა ცნობილი ფეხბურთელი, „გაბალას“ საფეხბურთო კლუბის წევრი, ჩავიდ ჰუსეინოვი ჟურნალისტის ცემით მოკვლის საქმესთან კავშირის გამო. პროკურატურის თანახმად, ჰუსეინოვს ბრალდებად წაუყენეს, რომ მან არ აცნობა პოლიციას დანაშაულის შესახებ, რომელიც იგეგმებოდა და ამის გამო, მას ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუ დამნაშავედ სცნეს. დააკავეს სხვა ხუთი ეჭვმიტანილი. ჟურნალისტი რასიმ ალიევი ბაქოში საავადმყოფოში გარდაიცვალა მას მერ, რაც ის წინა დღით სცემეს. ალიევმა სიკვდილამდე განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ ჰუსეინოვის გულშემატკივრები და სცემეს, რადგან ფეხბურთელი გააკრიტიკა ფეისბუკში. კლუბმა განაცხადა, რომ ჰუსეინოვს აკრძალული აქვს თამაში, სანამ გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG