Accessibility links

ჯონ კერიმ იცის, რომ ჩინეთი და რუსეთი "დიდი ალბათობით" კითხულობენ მის ელექტრონულ ფოსტას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ტელეკომპანია „სი-ბი-ეს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი „დიდი ალბათობით“ კითხულობენ მის ელექტრონულ ფოსტას. „ეს სავსებით შესაძლებელია. ...მე, რასაკვირველია, სწორედ ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ვწერ ხოლმე“, - განაცხადა ჯონ კერიმ, როცა პასუხობდა შეკითხვას - მისი აზრით, კითხულობენ, თუ არა მის ელექტრონულ ფოსტას ჩინეთი და რუსეთი: „ეს არ არის შესაძლებლის მიღმა, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დღეებში მათ არაერთხელ შეუტიეს აშშ-ის ინტერესებს“. „სამწუხაროდ, ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც არაერთი ქვეყანა, მათ შორის - ჩინეთი და რუსეთი მუდმივად არიან ჩართული კიბერთავდასხმებში აშშ-ის ინტერესების, აშშ-ის მთავრობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯონ კერიმ - „ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს“.

XS
SM
MD
LG