Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლება უფლებადამცველებისთვის პრემიას აწესებს


რუსეთში ახლო მომავალში შეიძლება დაწესდეს პრემია უფლებადამცველებისა და ქველმოქმედებისთვის. ამის შესახებ წერენ „კომერსანტი“ და „ვედომოსტი“. პრემიის დაწესების შესახებ ბრძანებულება პრეზიდენტის ხელმოსაწერად არის მზად. პრემიის ოდენობა 6 მილიონი რუბლი იქნება და პირველ ლაურეატებს დაასახელებენ მიმდინარე წლის ბოლოს, ან 2016-ში. ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელმა მიხაილ ფედოტოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიის დაწესების იდეა 2013 წელს გაჩნდა. უფლებადამცავი ასოციაცია „აგორის“ ხელმძღვანელი პაველ ჩიკოვი თვლის, რომ პრემიებს გადასცემენ მათ, ვისაც კრემლი ჩათვლის უფლებადამცველად. ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დირექტორი ვალენტინ გეფტერი აღნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა - აჩვენოს, რომ უფლებადამცველებზე ზეწოლა არ არის.

XS
SM
MD
LG