Accessibility links

logo-print

"რუსთავი 2" თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


ტელეკომპანია "რუსთავი 2" დღის მეორე ნახევარში გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპანიის ქონების და მფლობელთა წილების დაყადაღების შესახებ და შესაბამისი განჩინების გაუქმებას მოითხოვს. "რუსთავი 2"-ის იურისტის თამთა მურადაშვილის შეფასებით, მოსამართლეს ტელეკომპანიის ქონების დაადაღების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, რადგან საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ დევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ქონება და მფლობელთა წილები 5 აგვისტოს დააყადაღა ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე. მისი ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საჩივარში ჩამოყალიბებულ არგუმენტებს შესაბამის პასუხს გასცემენ.

XS
SM
MD
LG