Accessibility links

ზვიად სიჭინავამ თანამდებობიდან გადადგომის განზრახვა დაადასტურა


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თანამდებობიდან გადადგომის განზრახვა დაადასტურა. მან თბილისში, უეფას სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღს. „როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე და დღეს ჩემი პიკი იყო" - განაცხადა ზვიად სიჭინავამ. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2009 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG