Accessibility links

აშშ: უკრაინელმა ჰაკერებმა 100 მილიონი დოლარი გააკეთეს საბაზრო ინფორმაციის უკანონო მოპოვებით


აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ ალიანსმა, რომელიც შედგებოდა აშშ-ში მოქმედიაქციებით მოვაჭრეებისგან და უკრაინაში მყოფიკომპიუტერული ჰაკერებისგან, უკანონო შემოსავლის სახით 100 მილიონი დოლარი მოიპოვა, ბაზრებთან დაკავშირებული კორპორაციული ინფორმაციის მოპარვით. იუსტიციის სამინისტრომ ცხრა პირს, მათ შორის ოთხ უკრაინელს, წაუყენა შეთქმულების და უსაფრთხოების ზომების დარღვევის ბრალდება. ეს წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა ბაზრებთან დაკავშირებული ინფორმაციის შიდა, უკანონო გაცვლა-გამოცვლა მოიცავს ჰაკერების გზით მოპოვებულ ინფორმაციას. უკრაინელების გარდა ყველა პირი აშშ-ში დააკავეს. უკრაინის მოქალაქეებზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

XS
SM
MD
LG