Accessibility links

logo-print

სომხეთში ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცი აღიარებს სამხედრო ბრალდებებს


რუსი სამხედრო, რომელსაც ბრალად ედება სომხეთში ერთი ოჯახის შვიდი წევრის დახოცვა, თავს დამნაშავედ სცნობს სამხედრო ბრალდებებში, რომლებიც მოიცავს დეზერტირობას და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს. 19 წლის ვალერი პერმიაკოვმა, რომელიც გიუმრიში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, ეს განცხადება გააკეთა 12 აგვისტოს, მისი სამხედრო სასამართლოს დაწყებისას. რუსეთის სამხედრო სასამართლო პერმიაკოვთან მიმართებით მხოლოდ სამხედრო ბრალდებებს განიხილავს - მათ შორის დეზერტირობას, იარაღის და ტყვია-წამლის მოპარვას და იარაღის უკანონო ტარებას. სამხედრო სასამართლოს დასრულების შემდეგ პერმიაკოვს გადასცემენ სომხეთს, რომელიც მას გაასამართლებს გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობის ბრალდებით. 12 იანვარს მოკლული იპოვეს ოჯახის ექვსი წევრი, ორი წლის გოგონას ჩათვლით. 6 თვის ბიჭუნა მძიმედ იყო დაჭრილი და ერთი კვირის შემდეგ დაიღუპა.

XS
SM
MD
LG