Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ სირიის საზღვართან შექმნის „უსაფრთხო ზონას“


თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმეტ დავუთოღლუ აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აპირებს საზღვართან, ჩრდილოეთ სირიაში შექმნას უსაფრთხო ზონა, სადაც სამოქალაქო პირები დაცული იქნებიან თავდასხმებისგან როგორც სირიის სამთავრობო ძალების, ისე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მხრიდან. დავუთოღლუმ 11 აგვისტოს BBC-ს უთხრა, რომ უსაფრთხო ზონას დაიცავენ სირიის ოპოზიციის „ზომიერი“ ჯგუფები და არა თურქეთის სამხედროები. თუმცა, მისი თქმით, თურქეთი გამოიყენებს სამხედრო ძალას, თუ საფრთხე შეიქმნება. მანამდე, 11 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ 98 კილომეტრის სიგრძის და 45 კილომეტრის სიგანის უსაფრთხო სივრცის შექმნაზე, რომელსაც დაიცავენ ოპოზიციური არმიის, თავისუფალი სირიის სამხედროები.თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმება რაიმე ზონის თაობაზე და საუბარია მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების განდევნაზე რეგიონიდან. თურქეთში ქურთთა პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ „უსაფრთხო ზონა“ წარმოადგენს ანკარის მცდელობას ჩრდილოეთ სირიაში ქურთებს საშუალება არ მისცეს თავიანთი ტერიტორია შექმნან, თურქეთის საზღვართან ახლოს.

XS
SM
MD
LG