Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აღნიშნავენ „კურსკის“ ტრაგედიის მე-15-ე წლისთავს


რუსეთის სამხედრო ფლოტის ვეტერანები და კურსკის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან იმ 118 მეზღვაურის ოჯახების წევრებს, რომლებიც 2000 წელს, ბარენცის ზღვაში ჩაიძირნენ. რუსეთში დღეს ამ ტრაგედიის მე-15-ე წლისთავს აღნიშნავენ. ცერემონიის ფარგლებში გვირგვინით შეამკობენ მეორე მსოფლიო ომის მემორიალს, სადაც დაღუპული მეზღვაურებიდან ბევრია დაკრძალული. ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავი ორი აფეთქების შედეგად ჩაიძირა 2000 წლის 12 აგვისტოს, სევერომორსკიდან 175-მდე კილომეტრის მოშორებით. მეზღვაურები, რომლებიც აფეთქებებს გადაურჩნენ, დაიღუპნენ ნავზე, ატომური რეაქტორის გამორთვის შემდეგ. იმ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან კატასტროფაზე სწრაფი რეაგირება ვერ მოახდინა და პირველ ეტაპზე უარი უთხრა საერთაშორისო შეთავაზებებს სამაშველო ოპერაციის ჩატარებაში დახმარების თაობაზე. ყველა მეზღვაურს სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს რუსეთის ორდენი სიმამაცისთვის,კაპიტანს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება.

XS
SM
MD
LG