Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი გახდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრული წევრი


ყაზახეთთან საზღვარზე საბაჟო კონტროლის ოფიციალურად გაუქმების შემდეგ ყირგიზეთი გახდა სრული წევრი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა. ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ვიდეოჩართვის გზით მიიღეს მონაწილეობა ამ მოვლენის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაში. ატამბაევი და ნაზარბაევი ჩრდილოეთ ყირგიზეთის კურორტზე მართავენ შეხვედრას. 12 აგვისტოს გაუქმდა საბაჟო კონტროლის რვა პუნქტი ყირგიზეთის და ყაზახეთის საზღვარზე. ევრაზიულ კავშირში ყირგიზეთის გაწევრიანების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა დეკემბერში, მოსკოვში გამართულ სამიტზე. ყირგიზეთი ჯგუფის მეხუთე წევრია. 2014 წლის 29 მაისს ხელშეკრულებას ასტანაში მოაწერეს ხელი რუსეთმა, ბელორუსიამ და ყაზახეთმა. ეს ხელშეკრულება 2015 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. 2014 წლის დეკემბერში სომხეთმა მოაწერა ხელი კავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას.

XS
SM
MD
LG