Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა მირზა შაფის პროექტს


თბილისის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს მირზა შაფის განაშენიანების კორექტირებულ პროექტს. კენჭისყრისას პროექტს მიემხრო საკრებულოს 24 დეპუტატი არც ერთის წინააღმდეგ. მათ, ვინც პროექტს არ ეთანხმებოდა, დატოვეს საკრებულოს სხდომა. მათ შორის იყო დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც ითხოვდა პროექტის განხილვის გადატანას. სხდომა დატოვეს ნაციონალური მოძრაობის და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმაც. პროექტის წინაააღმდეგ გამოდის მოქალაქეთა ჯგუფიც, რომელსაც პროექტი მიაჩნია ქალაქის ისტორიული უბნისთვის შეუფერებლად.

XS
SM
MD
LG