Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო სასამართლომ სომხეთში ჩადენილ მკვლელობებში ეჭვმიტანილს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა


რუსეთის სამხედრო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯარისკაცს, რომელმაც სომხეთში ერთი ოჯახის 7 წევრი დახოცა. მან თავი დამნაშავედ სცნოს სამხედრო ბრალდებებში, რომლებიც მოიცავდა დეზერტირობას და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს. სამხედრო სასამართლოს დასრულების შემდეგ 19 წლის ვალერი პერმიაკოვს გადასცემენ სომხეთს, რომელიც მას გაასამართლებს გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობის ბრალდებით. 12 იანვარს მოკლული იპოვეს ოჯახის ექვსი წევრი, ორი წლის გოგონას ჩათვლით. 6 თვის ბიჭუნა მძიმედ იყო დაჭრილი და ერთი კვირის შემდეგ დაიღუპა.

XS
SM
MD
LG