Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელ დიპლომატს ფეისბუკის პოსტების შემდეგ კორუფციაში ადანაშაულებენ


აზერბაიჯანი ცდილობს დააკავოს ყოფილი დიპლომატი მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ ფეისბუკის მეშვეობით გააკრიტიკა ქვეყნის მთავრობა ბაქოში მომხდარი ხანძრის გამო. აზერბაიჯანის მთავარი პროკურორის განცხადებით არიფ მამედოვს, ევროკავშირში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოფილ ელჩს ბრალად ედება ფულის მითვისება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და დოკუმენტების გაყალბება. მამედოვის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ივნისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინიტრომ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ფეისბუკზე გამოქვეყნებული კომენტარების სკანდალთან დაკავშირებით, როდესაც მამედოვმა მთავრობა და ბაქოს ხელმძღვანელობა გააკრიტიკა 19 მაისს მომხდარი ხანძრისათვის, რომლის შედეგადაც ერთ საცხოვრებელი კორპუსში 15 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG