Accessibility links

logo-print

ტიანცზინში დაღუპულთა რაოდენობამ 44-ს მიაღწია


ჩინეთის პორტ ტიანცზინში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. საავადმყოფოებში გადაიყვანეს 520 ადამიანი, მათგან 66 მძიმე ტრავმებით. ინფორმაციას ამის თაობაზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო სინხუა მაშველთა შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქებები ოთხშაბათს,12 აგვისტოს შუაღამემდე ადვილად აალებადი და ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტეინერულ ტერმინალშიმომხდარმა ხანძარმა გამოიწვია. აფეთქებების ტალღა რამდენიმე კილომეტრზე გავრცელდა. თვითმხილველები, რომლებიც აფეთქებიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებოდნენ და რომელთა კომენტარებსაც Associated Press აქვეყნებს, აღნიშნავენ, რომ ეგონათ ქალაქი მიწისძვრის მსხვერპლი გახდა. რაიონში აფეთქების სიახლოვეს სახლები დაინგრა, მოშორებით კი შენობების მინები ჩაიმსხვრა.

XS
SM
MD
LG