Accessibility links

logo-print

რუსეთმა პოლონეთიდან შპროტის შეტანა აკრძალა


„როსპოტრებნადზორმა“ 14 აგვისტოდან პოლონეთიდან შპროტის იმპორტი შეაჩერა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ პოლონური კომპანიის „Graal S.A”-ის ნაწარმის ეტიკეტზე ინფორმაცია პროდუქციის საკვებ მაჩვენებლებისა და ენერგეტიკული ღირებულებების შესახებ არ შეესაბამება რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით. ივნისში „როსსელხოზნადზორმა“ თევზისა და თევზის პროდუქციის იმპორტი დროებით შეაჩერა ესტონეთიდან და ლატვიიდან. აკრძალვები მაშინ მთლიანობაში 80 საწარმოზე გავრცელდა. მიზეზი მაშინ რუსეთის მიერ პროდუქციის უსაფრთხოების სისტემის მიუღებლობა გახდა. შპროტის მწარმოებლებისთვის ბალტიის ქვეყნებიდან რუსეთი გასაღების უმსხვილესი ბაზარი იყო. ლატვიელი მწარმოებლები პროდუქციის დასავლეთ ევროპასა და ჩინეთში გასატანად ემზადებიან.

XS
SM
MD
LG