Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის თავდასხმას ავღანეთის 14 პოლიციის თანამშრომელი შეეწირა


პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ორგანიზაცია „თალიბანის“ მებრძოლებმა სულ მცირე 14 პოლიციის თანამშრომელი დახოცეს სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, პოლიციის ბლოკ-საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. 12 აგვისტოს ექსტრემისტები მანქანით მიუახლოვდნენ საგუშაგოს და ცეცხლი გაუხსნეს იქ მყოფ პოლიციელებს, რომლებიც თავდამსხმელების ნაცვლად ოფიციალური პირების სტუმრობის შესახებ ტელეფონით იყვნენ ინფორმირებულნი. ბოლო ხანს ეს თალიბების მიერ განხორციელებული მეხუთე მასშტაბური თავდასხმაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე, რაც მეტყველებს, რომ შიდა დაპირისპირების მიუხედავად ორგანიზაცია „თალიბანს“ საკმაოდ დიდი ძალა გააჩნია.

XS
SM
MD
LG