Accessibility links

ხიდაშელმა სამსახურში აღადგინა „კაბელების საქმეზე“ ყოფილი ბრალდებულები


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამსახურში აღადგინა ის ოფიცრები, რომლებიც ბრალდებული იყვნენ ე.წ. „კაბელების საქმეში“. თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს ბრალად ედებოდა სახელმწიფო შესყიდვისას სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა. თუმცა, 19 ივნისს ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გარეშე, პარლამენტის დეპუტატების, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის და შალვა შავგულიძის პირადი თავდებობით გაათავისუფლა. ვინმეს დამნაშავეობა-უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „კაბელების საქმეზე“ ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს.

XS
SM
MD
LG