Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტის თქმით „ბირთვული შეთანხმება“ პოლიტიკოსთა დაპირისპირებას ეწირება


ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეული სართაშორისო შეთანხმება თეთრ სახლსა და რესპუბლიკელების ლიდერობით მოქმედ კონგრესს შორის მიმდინარე დაპირისპირების მსხვერპლი გახდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ყოფილმა მაღალი რანგის მოხელემ გარი სამორემ განაცხადა. იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ლობისტურ ჯგუფ „United Against Nuclear Iran”-ის პრეზიდენტის თანამდებობა, რადგან მხარს უჭერს ბირთვულ შეთანხმებას. გარი სამორე აცხადებს, რომ კონგრესისა და თეთრი სახლის დაპირისპირებამ „საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრიდან“ განდევნა მოქალაქეები და კანონმდებლები, რომლებსაც შეუძლიათ ამ შეთანხმების სიკეთით ისარგებლონ“. მომავლ თვეში კონგრესში იგეგმება ირანის ბირთვული შეთანხმების განხილვა, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა დემოკრატებს შორის საკმარისი მხარდაჭერების მობილიზება შეძლოს იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი, რომელშიც რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა, შეთანხმების საწინააღმდეგო რეზოლუციას მიიღებს.

XS
SM
MD
LG