Accessibility links

logo-print

ფინანსთა მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკუთარი მოვალეობა შეახსენა


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მთავრობის სხვადასხვა წევრებისა და კოალიციის ლიდერების ყოვლად უარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში კომიკური ბრალდებები უკვე ტრადიციად იქცა.

XS
SM
MD
LG