Accessibility links

რუსეთმა იმპორტი კიდევ ოთხი ევროპული ქვეყნიდან აკრძალა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის სანქციების სიას 13 აგვისტოს კიდევ ოთხი ევროპული ქვეყენა დაემატა. რუსეთი ამიერიდან კრძალავს სურსათის იმპორტს ალბანეთიდან, ჩერნოგორიიდან, ისლანდიიდან და ლიხტენშტაინიდან. რაც შეეხება უკრიანას, მედვედევი დაემუქრა კიევს, რომ უკრაინული პროდუქტებიც მოხვდება ამ „სავ სიაში“, თუ უკრაინა ევროკავშირთან ხელს მოწერს ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს. რუსეთის მიერ შედგენილი „შავი სია“ უკანონოდ მიიჩნევს სურსათის იმპორტს აშშ-იდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ევროკავშირიდან. ეს აკრძალვა კრემლმა 2014 წელს შემოიღო მ სანქციების პასუხად, რაც აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის მიმართ დააწესეს, მის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტების მხარდაჭერისათვის.

XS
SM
MD
LG