Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეილა იუნუსს სასამართლომ 8,5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა


ბაქოს სასამართლომ უფლებადამცველ ქალ ლეილა იუნუსს 8 წელიწადნახევრით, ხოლო მის ქმარს - არიფ იუნუსს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო სხდომის დაწყების წინ ლეილა იუნუსმა სიტყვა ითხოვა: „მივმართავ ჯალათებს, რომ რაც უნდა, ის გააკეთონ“, - განაცხადა განსასჯელმა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის სახელმწიფო ბრალდების წინადადება, რომელიც 11 და 9 წლით პატიმრობას მოითხოვდა. უფლებათადამცველ აქტივისტს ლეილა იუნუსსა და მის ქმარ არიფ იუნუსს ბრალი ედებათ სახელმწიფო ღალატში, გადასახადების დამალვასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.

XS
SM
MD
LG