Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ გაავრცელა ვიდეო, როგორ თხოვს პუტინს დახმარებას ტყვედ ჩავარდნილი რუსი ოფიცერი


უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, ამ სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში გასულ თვეში დაკავებული რუსი ოფიცერი: ის ტყეობიდან გათავისუფლებას სთხოვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახური დაკავებულ სამხედრო პირს მოიხსენიებს მაიორ ვლადიმირ სტარკოვად, რომელმაც აღიარა, რომ უკრაინაში დაკავების მომენტში მსახურობდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. უკრაინა მის საქმეს, როგორც ჩანს, იყენებს მტკიცებულებად, რომ რუსეთი ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს და ძირს უთხრის მინსკში თებერვალში ხელმოწერილ საზავო შეთანხმებას. რუსეთი უარყოფს ბრალდებას უკრაინაში მისი სამხედროების ბრძოლის შესახებ, ამის საწინააღმდეგო არაერთი მტკიცებულების მიუხედავად.

XS
SM
MD
LG