Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-ყაიდის ლიდერმა ერთგულება აღუთქვა ავღანელი თალიბების ახალ ლიდერს


ექსტრემისტულ ორგანიზაცია ალ-ყაიდის ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირიმ ერთგულება აღუთქვა ავღანელი თალიბების ახალ ლიდერს, მოლა მოჰამად ახტარ მანსურს, რითაც გამოხატა ალ-ყაიდის პოზიცია თალიბანის ახალი ლიდერის გარშემო დავაში. ზავაჰირიმ მოლა მანსურს მხარდაჭერა გამოუცხადა ინტერნეტით გავრცელებული აუდიოგანცხადებით. ვარაუდობენ, რომ ზავაჰირი თავშესაფარს ეძებს ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რეგიონში, სადაც ძლიერი პოზიცია აქვთ ავღანელ თალიბებს. საკუთრივ თალიბებს შორის კი განხეთქილებაა ახალი ლიდერის გამო: ნაწილმა უარი უთხრა ერთგულებაზე მოლა მანსურს და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ არაბ ლიდერებს, რის შემდეგაც დაიწყო ბრძოლა მოლა მანსურის მომხრე თალიბების წინააღმდეგ. მანსური ავღანელი თალიბების ახალ ლიდერად დასახელდა მას შემდეგ, რაც წელს ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბანის ლიდერი მოლა მოჰამად ომარი ჯერ კიდევ 2013 წელს გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG