Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: სასამართლომ შეზღუდა თანაზომიერების პრინციპი „რუსთავი2“-თან დაკავშირებით


მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–სა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ აღძრული სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 5 აგვისტოს მიღებული განჩინება. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს. სასამართლომ საკუთრების უფლება შეზღუდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას.

XS
SM
MD
LG