Accessibility links

logo-print

აშშ ისლამისტების მიერ ერაყში ქიმიური იარაღის გამოყენებას იძიებს


აშშ-მა დაიწყო იმ ინფორმაციის გადამოწმება, რომლის თანახმად ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენეს ქურთთა სახალხო ლაშქრის „ფეშმერგას“ მებრძოლების წინააღმდეგ. ამის თაობაზე ინფორმაცია, გერმანული დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაზეთ „ბილდში“ გამოქვეყნდა. გერმანიის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმა ქურთებით დასახლებული რეგიონის დედაქალაქ ირბილიდან 60 კილომეტრით დაშორებულ მახმურში მოხდა. გერმანელი სამხედროები ერაყში ქურთების სახალხო ლაშქარ „ფეშმეგრასა“ და „იაზიდის“ მებრძოლებს წვრთნიან და გერმანული იარაღით ამარაგებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG