Accessibility links

logo-print

თბილისში პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას


23 წელი შესრულდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. ომს, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა, 10 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი. აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე მიაგეს პატივი საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

XS
SM
MD
LG