Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასკვნით ეტაპზე გადავიდა კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას სასამართლო პროცესი


დასკვნით ეტაპზე გადავიდა საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლების კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას სასამართლო პროცესი. საქმეს ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას პროკურატურა ადანაშაულებს სამსახურებრივ გულგრილობაში, კერძოდ, დასაცავი ობიექტის დაცვის გარეშე დატოვებაში. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეების დასკვნითი და განსასჯელთა საბოლოო სიტყვისშემდეგ, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის მისაღებად დახურულ კარს მიღმა შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG