Accessibility links

logo-print

რუსი გენერალი ქრთამის აღების გამო გაასამართლეს


რუსეთის არმიის სახმელეთო ძალების ყოფილ სარდალ, გენერალ ვლადიმერ ჩირკინს სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქრთამის აღებისათვის. განაჩენი მოსკოვის სამხედრო-სასამართლომ 14 აგვისტოს გამოიტანა. გენერალი დამნაშავედ სცნეს 450 ათასი რუბლის (13 600 დოლარის) ქრთამის აღებისათვის, გადამდგარი ოფიცრისათვის ბინის მიღების სანაცვლოდ. გენერალი ვლადიმირ ჩირკინი 2012-2014 წლებში რუსეთის არმიის სახმელეთო სარდლის თანამდებობაზე მუშაობდა.

XS
SM
MD
LG