Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ტელეფონით ესაუბრა მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს და შეშფოთება გამოხატა, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ესკალაციის გამო, რაც ძირს უთხრის თებერვალში მინსკში მიღწეულ შეთანხმებებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯონ კერიმ სერგეი ლავროვს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ აღდგენისაკენ მოუწოდა. კიევის ცნობით, 13 აგვისტოს აღმოსავლეთ უკრაინაშია ორი ჯარისკაცი დაიღუპა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან მძიმე ბრძოლების შედეგად.

XS
SM
MD
LG