Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 23 წლის წინ, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტების მოგვარება კვლავ რჩება სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად. 14 აგვისტოს 23 წელი შესრულდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. ომს, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა, 10 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი. „ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, და ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობის გზით, ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და თანამშრომლობის ვითარებაში. ასეთი ატმოსფეროს ფორმირება კი უნდა დაეფუძნოს გაცნობიერებას, რომ რევანშიზმს მომავალი არ აქვს", - აცხადებს მარგველაშვილი.

XS
SM
MD
LG