Accessibility links

logo-print

კუბაში აშშ-ის საელჩო გაიხსნა


ჰავანაში ისტორიული ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს აღდგენა წაადგება ორივე ქვეყანას, აშშ-საც და კუბასაც. კერი კუბაში „ნამდვილი დემოკრატიის“ მოწოდებით გამოვიდა ცერემონიაზე, რომლის დროსაც აშშ-ის საელჩოს თავზე აშშ-ის დროშა აფრიალდა, პირველად 54 წლის განმავლობაში. ჯონ კერის კუბაში ვიზიტს აღიქვამენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიმბოლურ ნაბიჯად ცივი ომის პერიოდის ამ ორი მეტოქე ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესში. ჰავანასთან დიპლომატიური ურთიერთობა პრეზიდენტმა დუაით ეიზენჰაუერმა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც კავშირები დაიძაბა კუბაში 1959 წელს მომხდარი რევოლუციიდან ცოტა ხანში. ურთიერთობის ნორმალიზაციის სურვილის გამოხატვის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და კუბის პრეზიდენტმა, რაულ კასტრომ გამოაცხადეს, რომ აღადგენდნენ დიპლომატიურ ურთიერთობას და გახსნიდნენ საელჩოებს.

XS
SM
MD
LG