Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმელთაშუა ზღვაში დაიღუპა სულ მცირე 40 მიგრანტი


სულ მცირე 40 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში მცურავ ნავზე. იტალიის ფლოტმა 15 აგვისტოს დაადასტურა ეს ფაქტი, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, სამაშველო ოპერაცია ჩატარდა და ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. გავრცელებული ცნობებით, ნავი ლიბიის ნაპირიდან დაახლოებით 50 კილომეტრით იყო მოშორებული და მასზე 400-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. 14 აგვისტოს ევროკავშირმა განაცხადა, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილების ყველაზე მწვავე კრიზისია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის დაწყების შემდეგ იტალიაში ნავებით ჩავიდა 101,000-ზე მეტი მიგრანტი, სულ მცირე 2,040 დაიღუპა მარშრუტის გავლის დროს.

XS
SM
MD
LG