Accessibility links

მოსკოვში გაიმართება ლავროვის და ზარიფის შეხვედრა


17 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში უმასპინძლებს თავის ირანელ კოლეგას, ჯავად ზარიფს. 15 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მოლაპარაკება შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას და სირიაში გატარებულ სამშვიდობო ძალისხმევას. რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობა დათბა ბოლო წლებში - ორივე ქვეყანა ნეგატიურად ეკიდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და მხარს უჭერსსირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. ანალიტიკოსების აზრით, ირანთან მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს, მოსკოვი აღიქვამს ახალ შესაძლებლობად საიმისოდ, რომ თეირანს ანტისარაკეტო სისტემები მიჰყიდოს და ფინანსურად მომგებიანი კონტრაქტები გააფორმოს ენერგეტიკის სფეროში.

XS
SM
MD
LG