Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი სექსუალურად ძალადობდა ამერიკელ მძევალზე


ამერიკელი მძევალი ქალი, კაილა ჯინ მიულერი - რომელიც, გავრცელებული ვერსიით, თებერვალში ემსხვერპლა იორდანიის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მხრიდან. ამ ინფორმაციას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები ავრცელებენ. 26 წლის ჰუმანიტარული მუშაკი, კაილა მიულერი ექსტრემისტებმა 2013 წლის აგვისტოში აიყვანეს მძევლად, ალეპოში მუშაობის დროს. ბაღდადიმ ის წაიყვანა „ისლამური სახელმწიფოს“ დამფინანსებლად ცნობილი პირის, აბუ საიაფის სახლში. აბუ საიაფი აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების ოპერაციის დროს მოკლეს მაისში. მიულერთან ერთად ტყვეობაში იყო იეზიდი მოზარდი გოგონა, რომელმაც გაქცევა მოახერხა. ის იხსენებს, რომ ბაღდადიმ მიულერი „ცოლად“ წაიყვანა და საიაფის სახლში სტუმრობისას მას სისტემატურად აუპატიურებდა. 14 წლის იეზიდმა გოგონამ ეს ცნობა მიაწოდა ამერიკელ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც მისი მონაყოლი შეაჯერეს სხვა სადაზვერვო ინფორმაციასთან და მიულერის მშობლებს ეს ივნისში აცნობეს.

XS
SM
MD
LG