Accessibility links

აღმოსავლეთ უკრაინაში სროლას ემსხვერპლნენ სამოქალაქო პირები


სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში, სროლის დროს, რომელსაც მთავრობის ძალები ყველაზე ინტენსიურად მიიჩნევენ თებერვალში ზავის ამოქმედების შემდეგ. უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზთან ახლოს, მთავრობის წარმომადგენლებმა სააგენტო ფრანს-პრესს უთხრეს, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში დაიღუპა ორი და დაიჭრა 15-ზე მეტი სამოქალაქო პირი. პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა კი განაცხადეს, რომ დაბომბვას შეეწირა ერთი ადგილობრივი მცხოვრები და დაიჭრა სამი პირი. „ბოლო 24 საათის განმავლობაში აღვრიცხეთ ექვსი თვის ფარგლებში ყველაზე ინტენსიური სროლა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდანო“, განაცხადა უკრაინის არმიის პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ. დაჭრილია ორი სამხედრო. ბოლო პერიოდში ბრძოლა მიმართულია სტრატეგიული გზატკეცილისკენ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლს და დონეცკს, რომელიც ჩრდილოეთით მდებარეობს. გზის უმეტეს ნაწილს ამჟამად კიევის ერთგული დანაყოფები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG