Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეას ღარიბაშვილი მიმართავს


ნიუ-იორკში, სექტემბრის ბოლოს დანიშნულ გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს დელეგაციასაც უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. პარალელურად, გავრცელებული ცნობებით, ნიუ-იორკში გამგზავრებას და ერთ-ერთ დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ნიუ-იორკში ჩასვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს.

XS
SM
MD
LG