Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ თურქეთში თავდასხმას შეეწირა სამი სამხედრო


თურქეთის არმიის თანახმად, ქვეყნის აღმოსავლეთში სამი ჯარისკაცი დაიღუპა ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. როგორც იუწყებიან, სამხედროები დაიხოცნენ დისტანციურად მართული ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოსვლით, ბინგოლის პროვინციაში. დაჭრილია ექვსი სამხედრო. საერთო ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქურთი მეამბოხეების მიერ მოწყობილ თავდასხმებს ექვსი სამხედრო ემსხვერპლა. ბოლო პერიოდში გახშირდა მეამბოხეთა თავდასხმები. მას შემდეგ, რაც მთავრობამ 25 ივლისს ჩრდილოეთ ერაყში მდებარე მათ ბანაკებზე განახორციელა საჰაერო დარტყმა, ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებს თითქმის ყოველდღიურად მიაქვთ იერიში სამხედრო სამიზნეებზე. თურქეთი ამჟამად სირიაში ებრძვის ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს, ჩრდილოეთ ერაყში კი ქურთისტანის მუშათა პარტიის ექსტრემისტებს.

XS
SM
MD
LG