Accessibility links

logo-print

17 აგვისტოს ლავროვი ირანელ კოლეგას უმასპინძლებს


17 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში უმასპინძლებს თავის ირანელ კოლეგას, ჯავად ზარიფს. 15 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მოლაპარაკება შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას და სირიასთან მიმართებით გატარებულ სამშვიდობო ძალისხმევას. რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობა დათბა ბოლო წლებში - ორივე ქვეყანა ნეგატიურად ეკიდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. ანალიტიკოსების აზრით, ირანთან მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს, მოსკოვი აღიქვამს ახალ შესაძლებლობად საიმისოდ, რომ თეირანს ანტისარაკეტო სისტემები მიჰყიდოს და ფინანსურად მომგებიანი კონტრაქტები გააფორმოს ენერგეტიკის სფეროში. 14 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცადა, მოსკოვი მზად არის ირანს მიაწოდოს S-300 ტიპის ხმელეთი-ჰაერის გრძელი რადიუსის სარაკეტო სისტემები და მუშაობს იმაზე, რომ ირანს რაც შეიძლება სწრაფად მოეხსნას სანქციებიო.

XS
SM
MD
LG