Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა ათობით სამოქალაქო პირი


ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა საჰაერო დარტყმებს, რომელიც სირიის მთავრობამ განახორციელა დამასკთან ახლოს მდებარე ბაზარზე. ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია აცხადებს, რომ 16 აგვისტოს, მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ დოუმაში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 58 ადამიანი, დაჭრილია 200. ობსერვატორიის ცნობით, მთავრობამ ბაზარზე ოთხი საჰაერო იერიში განახორციელა და დაღუპულების უმრავლესობა სამოქალაქო პირია. მიმდინარე თვეში ნიუ-იორკში განთავსებულმა ავტორიტეტიანმა ორგანიზაციამ, ამნესტი ინტერნეიშენალმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობას ომის დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი, დოუმას გარშემო რეგიონის ბლოკადის და რეგიონზე საჰაერო იერიშების გამო.

XS
SM
MD
LG