Accessibility links

იუწყებიან, რომ აღმოსავლეთ თურქეთში შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა


გავრცელებული ცნობებით, აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლნენ თურქეთის ჯარისკაცი და სამი ქურთი მებრძოლი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, თურქეთის უსაფრთოხების ძალებს და აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებს შორის შეტაკება 16 აგვისტოს მოხდა ყარსის პროვინციის ერთ-ერთ ოლქში.დაჭრილია ერთი სამხედრო. მსგავსი შეტაკებები თითქმის ყოველდღიურად ხდება მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობამ 25 ივლისს საჰაერო იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქურთთა ბანაკებზე, რითიც შეწყდა 2 წლის განმავლობაში მოქმედი ზავი. 15 აგვისტოს შესრულდა 31 წელი თურქეთში ქურთთა კონფლიქტის დაწყებიდან, რომელსაც 40,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG