Accessibility links

logo-print

პაკისტანში თავდასხმას ემსხვერპლა რეგიონის მინისტრი


პაკისტანის პუნჯაბის რეგიონში თვითმკვლელმა მოიერიშემ იმსხვერპლა რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრი, შუია ხანზადა და კიდევ სულ მცირე 11 ადამიანი. აფეთქება მოხდა მინისტრის სახლთან და გამოიწვია სახურავის ჩამონგრევა ოთახში, რომელშიც ის ადგილობრივ მოქალაქეებთან მართავდა შეხვედრას. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ნანგრევებიდან 25-მდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანთან დაკავშირებულმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ლაშქარ-ე-ისლამმა და განაცხადა, რომ მსგავს თავდასხმებს მომავალშიც გააგრძელებს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ლაშქარ-ე-ისლამს წარსულში ასეთი მასშტაბის იერიში არ განუხორციელებია და ახლა შესაძლოა თავისად ასაღებდეს თალიბანის, ან აკრძალული ჯგუფის, ლაშქარ-ე-ჯანგვის მიერ მოწყობის თავდასხმას.

XS
SM
MD
LG