Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ ინდონეზიის ერთ-ერთ სოფელში მიაგნეს ჩამოვარდნილ თვითმფრინავს


ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივმა ხალხმა მიაგნო იმ თვითმფრინავის ნაწილებს, რომელიც ცოტა ხნით ადრე დაკარგულად გამოცხადდა. თვითმფრინავის ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის, სუპრასეტიოდ მოხსენიებული პირის სიტყვებს სააგენტო ფრანს-პრესი ავრცელებს - რომ ადგილობრივი ხალხის ცნობით თვითმფრინავის ჩამოვარდნა მთასთან შეჯახებამ გამოიწვია და რომ გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG