Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს ორი დელეგაციაა მიწვეული


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სექტემბრის ბოლო სიტყვით გამოვა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. დისკუსიაში „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება“ მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. იგი ნიუ-იორკში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია. წარდგება თუ არა საქართველო გაეროში ორი დელეგაციით - ამ თემაზე წამოწყებული დისკუსიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ უმაღლეს დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ზედმიწევნით კარგად შეასრულებს.

XS
SM
MD
LG