Accessibility links

logo-print

რუსეთი და ირანი სამხედრო კავშირებს გააღრმავებენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ კრემლი გეგმავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოებას ირანთან მას შემდეგ, რაც, ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეული შეთანხმების შენმდეგ, თეირანზე საერთაშორისო სანქციები გაუქმდება. ეს განცხადება მოჰყვა 17 აგვისტოს რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და მოჰამედ ჯავად ზარიფის მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს. რუსეთის მედიის თანახმად მინისტრებმა თეირანისათვის რუსული წარმოების ს-300 ტიპის ხმელეთი-ჰაერის კლასის სარაკეტო კომპლექსის სავარაუდო მიწოდებასა და ასევე ირანში ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის ახალ პროექტზე იმსჯელეს. იუწყებიან, რომ საუბრის თემა იყო ასევე სამოქალაქო ომი სირიაშიც, რა დროსაც ლავროვმა და ზარიფმა კიდევ ერთხელ დაგმეს მოწოდებები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადადგომის შესახებ. აშშ-ი, ევროკავშირი, არაბეთის ყურის ქვეყნები და სირიის ზომიერი ოპოზიცია უარს აცხადებენ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე სირიის ლიდერ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებასთან.

XS
SM
MD
LG