Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოაჩინეს ინდონეზიაში დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები


როგორც ინდონეზიის ხელისუფლება აცხადებს, პროვინცია პაპუაში მაშველებმა ციდან შენიშნეს ნამსხვრევები, რომლებიც სავარაუდოდ არის იმ სამგზავრო თვითმფრინავის ნარჩენები, რომელმაც 16 აგვისტოს განიცადა კატასტროფა ქვეყნის აღმოსავლეთში. ავიაკომპანია „ტრიგანა ეარ სერვისის“ კუთვნილი თვითმფრინავი ATR42-300, რომელშიც 54 ადამიანი იმყოფებოდა, კვირას, 16 აგვისტოს 14:55 საათზე ჩამოვარდა. იგი შიდა რეისს ახორციელებდა. ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში ფოსტის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მგზავრების გადაყვანის გარდა, თვითმფრინავით გადაქონდათ ასევე ნახევარი მილიონი დოლარი ნაღდი ფული, რომელიც უპოვართა დახმარებისთვის იყო გათვალისწინებული და რომელიც ოთხ ტომარაში იდო. თვითმფრინავმა კავშირი დისპეჩერთან აფრენიდან ნახევარ საათში დაკარგა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი მთას შეეჯახა. ვარაუდობენ, რომ მასში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლაინერის ნამსხვრევები ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც იპოვეს.

XS
SM
MD
LG